სტივენ ბერგჰუისი - „დინამოსთან“ ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა
სტივენ ბერგჰუისი - „დინამოსთან“ ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა

სტივენ ბერგჰუისმა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის „დინამოსთან“ გამარჯვება (4:0) შეაფასა.

თავდამსხმელის თქმით, ასეთი დიდი ანგარიშით გამარჯვება პრობლემების წინაშე მყოფ როტერდამის „ფეიენოორდს“ ჰაერივით სჭირდებოდა.

„ბოლო კვირის განმავლობაში ჩვენ პრობლემები გვქონდა, მაგრამ ახლა კარგ ფორმაში ვართ, რაც დღესაც გამოჩნდა. ასეთი გამარჯვება თითოეულ ჩვენგანს და გუნდს სჭირდებოდა, რადგან დავინახეთ, რომ წინსვლა შეგვიძლია. ეს კი თავდაჯერებულებს გვხდის. თუმცა, „დინამო“ ცუდი გუნდი ნამდვილად არ ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, მათი თამაშები რომ ვნახე, კარგი მოწინააღმდეგე ჩანდა“, – ამბობს ბერგჰუისი.

„ფეიენოორდი“ „დინამოს“ თბილისში 15 აგვისტოს ესტუმრება და „დინამო-არენაზე“ განმეორებით მატჩში დაუპირისპირდება. უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდება. თუმცა, „დინამოს“ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ხუთი დღის განმავლობაში შეუძლია.