სტივ კლიფორდის თქმით, მაიკლ ჯორდანმა „შარლოტის“ კალათბურთელებს განუცხადა, რომ ხელფასს 82 თამაშის ჩატარებისთვის უხდის
სტივ კლიფორდის თქმით, მაიკლ ჯორდანმა „შარლოტის“ კალათბურთელებს განუცხადა, რომ ხელფასს 82 თამაშის ჩატარებისთვის უხდის

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სერიოზულ პრობლემად იქცა კალათბურთელების დასვენებისა და შეხვედრების გამოტოვების საკითხი. ძირითადად, ეს წესი ლიგის სუპერვარსკვლავებზე უფრი ხშირად ვრცელდება ხოლმე. მაგალითად, კავაი ლეონარდმა მიმდინარე სეზონზე უკვე გამოტოვა რამდენიმე მატჩი დასვენების მიზნით. ამ თემასთან დაკავშირებით, საკალათბურთო სამყაროში არაერთგვაროვანი პოზიციებია. ბევრი მიიჩნევს, რომ სპორტსმენების უმიზეზო დასვენება აკრძალული უნდა იყოს.

„ორლანდოს“ ცენტრმა მო ბამბამ „დალასის“ წინააღმდეგ შეხვედრა სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა. „მეჯიქის“ თავკაცი სტივ კლიფორდი აცხადებს, რომ მას არავითარი პრობლემა არ აქვს აღნიშნულ წესთან დაკავშირებით, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „შარლოტში“ მუშაობის პერიოდში „ჰორნეტსის“ მფლობელი მაიკლ ჯორდანი თავის კალათბურთელებს ეუბნებოდა, რომ ხელფასს 82 მატჩის ჩატარებისთვიხ უხდის და მისთვის უმიზეზოდ დასვენება მიუღებელია.

დატოვე კომენტარი