სტივ კინი - „ტორპედოს“ წარმატების მთავარი გასაღები გუნდურობაა #1TVSPORT
სტივ კინი - „ტორპედოს“ წარმატების მთავარი გასაღები გუნდურობაა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ფოთის „კოლხეთთან“ მოგებულ (5:2) მატჩსა და გუნდის წარმატების მიზეზებზე ისაუბრა.

„წარმატების მთავარი გასაღები ის გუნდურობაა, რომელიც მოედანზე იგრძნობოდა. სწორედ ამის ხილვა მსურს ყველა მატჩში. პირველ ტაიმში უკეთ თამაში შეგვეძლო.

უნდა ითქვას, რომ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად იხარჯება, მიუხედავად იმისა, ვის რომელ პოზიციაზე უწევს თამაში. რთული მატჩი გვქონდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება და წაუგებელი სერიის გაგრძელება შესანიშნავია.

ჩვენ მხარდასაჭერად ისევ ბევრი გულშემატკივარი ჩამოვიდა და ბედნიერი ვარ, რომ მათ ეს გამარჯვება ვაჩუქეთ“, – ამბობს სტივ კინი.