სტივ კინი - შევეცდები, ჩემი გამოცდილება გამოვიყენო, რომ „ტორპედო“ უკეთესი გუნდი გახდეს #1TVSPORT
სტივ კინი - შევეცდები, ჩემი გამოცდილება გამოვიყენო, რომ „ტორპედო“ უკეთესი გუნდი გახდეს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ ახალი მთავარი მწვრთნელი სტივ კინი გუნდს და მედიას წარუდგინა. 55 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა მომავლის გეგმებზე ისაუბრა.

„მოლაპარაკების დროს გადამწყვეტი იყო ის ფაქტორი, რომ გუნდის განვითარებაზეა ლაპარაკი, მე კი მსურს, „ტორპედოს“ დავეხმარო. პირველივე შეხვედრის შემდეგ თამაშის გამოსწორებას შევუდგებით და შევეცდები, ჩემი გამოცდილება გამოვიყენო, რომ კლუბი უკეთესი გახდეს. გუნდი ეტაპობრივად უნდა განვითარდეს.

რა თქმა უნდა, ქართულ ფეხბურთს არ ვიცნობდი. თუმცა ვიცნობ შოთა არველაძეს, ზურა ხიზანიშვილს, ახლა კი ხვიჩა კვარაცხელია ყველამ გაიცნო. ჩემი პლუსი ისაა, რომ ქართულ ფეხბურთს, ეროვნულ ლიგასა და კლუბს უცხო თვალით შევხედავ.

ასისტენტად შოტლანდიელი სპეციალისტი მყავს შერჩეული, სამწვრთნელო სტაფი სრულად ჯერ არ დამიკომპლექტებია, რადგან მსურს, ქართველ მწვრთნელებს გავეცნო და მათი შესაძლებლობები შევაფასო“, – ამბობს სტივ კინი.