სტივ კინი საქმეს შეუდგა - შოტლანდიელმა მწვრთნელმა „ტორპედოში“ პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT
სტივ კინი საქმეს შეუდგა - შოტლანდიელმა მწვრთნელმა „ტორპედოში“ პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი საქმეს შეუდგა – სტივ კინმა ქუთაისში პირველი ვარჯიში ჩაატარა.

55 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა „ტორპედოსთან“ კონტრაქტი 18 მაისს გააფორმა, მაგრამ ბოლო ტურში გუნდი მას არ გაუყვანია, ის თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს – ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „ტორპედო“ „კავკასიონი არენაზე“ „თელავთან“ 0:1 დამარცხდა.

სტივ კინმა ფეხბურთელებთან შეხვედრაზე თქვა, რომ შანსს ყველას მისცემს, მაგრამ არსებული ინფორმაციით, გუნდს რამდენიმე მოთამაშე დატოვებს და ლეგიონერებსაც ჩამოიყვანენ.

შოტლანმდიელი სპეციალისტის დებიუტი „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე „ქართულ კლასიკოში“ შედგება – ქუთაისელები „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ 24 მაისს სამტრედიაში ითამაშებენ.