სტივ კინი - „იბერიასთან“ მარცხში დამნაშავე მე ვარ და არა ფეხბურთელები #1TVSPORT
სტივ კინი - „იბერიასთან“ მარცხში დამნაშავე მე ვარ და არა ფეხბურთელები #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ეროვნული ლიგის მეორე ტურში თბილისის „იბერიასთან“ წაგებული (2:3) შეხვედრა შეაფასა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

„დღევანდელი მატჩის მოგებით არავის ექნებოდა გარანტია, რომ აუცილებლად ჩემპიონი გახდებოდა, არც წაგება ნიშნავს, რომ ტიტულისთვის ბრძოლაზე ხელი ჩავიქნიეთ. წინ ძალიან დიდი გზაა და აუცილებლად პირველობისთვის ვიბრძოლებთ.

როცა ასეთი თამაშია და ხედავ, რომ მსაჯი ბევრ მომენტზე არ რეაგირებს, ეს ფსიქოლოგიურად მოქმედებს. გამოჩნდა, რომ ამ მხრივ სამუშაო გვაქვს. თუ ვინმეა დამნაშავე დღევანდელ წაგებაში, ეს მთავარი მწვრთნელია და არა ფეხბურთელები. ვიმუშავებთ შეცდომების გამოსწორებაზე“, – განაცხადა სტივ კინმა.

ორი ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდი, რომელსაც ქულა არ დაუკარგავს და ექვსი ქულით ლიდერობს, თბილისის „იბერიაა“. ქუთაისის „ტორპედო“ კი სამი ქულით მესამე ადგილზეა.