სტივ კერის თქმით, კევინ დურანტი ტორონტოსთან მატჩამდე ბოლომდე გამოჯანმრთელებული იყო და მისი ტრავმა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა (ვიდეო)
როდესაც კევინ დურანტმა „ტორონტოსთან“ მატჩის მეორე მეოთხედში ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ბევრმა იფიქრა, რომ „ვორიორზის“ ერთ-ერთ ლიდერს წვივის ტრავმა გაუმიზეზდა.
თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, კევინი სულ სხვა მიზეზით დაშავდა. დურანტულამ აქილევსის ქუსლის მოტეხილობა მიიღო და სამწუხაროდ მას რეაბილიტაციისთვის მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება.
რამდენიმე დღეა, აქტიურად მიმდინარეობს საუბრები, უნდა ეთამაშა თუ არა დურანტს სერიის მეხუთე შეხვედრაში. გუშინ „გოლდენ სტეიტის“ თავკაცმა სტივ კერმა მედიასთან შეხვედრა მოაწყო და კევინის ტრავმაზე ისაუბრა. „ვორიორზის“ მთავარი მწვრთნელის განცხადებით, „დურანტულამ“ რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა და სათამაშოდ მზად იყო. მისი ტრავმა კი მთელი გუნდისთვის შოკისმომგვრელი გამოდგა.
“He was cleared to play by everybody involved. Now, would we go back and do it over again? Damn right. But that’s easy to say after the results.”
Steve Kerr says Kevin Durant’s Achilles injury came as “a complete shock” pic.twitter.com/q5bX1je1Av
— CBS Sports HQ (@CBSSportsHQ) 12 June 2019