სტივ კერის აზრით, რასელ ვესტბრუკის მედიასთან ურთიერთობა და მიდგომა სახიფათოა [ვიდეო]
ცნობილი ფაქტია, რომ რას ვესტბრუკის მედიასთან ურთიერთობა ყოველთვის კამათს იწვევს.
„პორტლენდთან“ სერიის რიგით მეოთხე მატჩში მარცხის შემდეგ, პრესკონფერენციაზე რასმა ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას თავი აარიდა.
After Game 3 win over Blazers, Thunder’s Russell Westbrook with another round of “next questions” pic.twitter.com/iLa12KEfEG
— Ben Golliver (@BenGolliver) April 20, 2019
After Game 4 loss to Blazers, Thunder’s Russell Westbrook (14 points, 5-21 shooting, minus-17) alters his “next question” strategy in stand-off with OKC reporter: “Uh, that’s a good question. Um. Not sure.” pic.twitter.com/c0PSt3y5RP
— Ben Golliver (@BenGolliver) April 22, 2019
ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ. „მე ვფიქრობ, რომ თითოეული განცხადების წინ ჩვენ ყველას დაფიქრება და ჟურნალისტებთან კორექტულად საუბარი გმართებს. ჩვენ ძალიან პოპულარული ლიგა ვართ და ამ პოპულარულობის დაჩრდილვა არ იქნებოდა სწორი. ფანებს უყვართ ეს თამაში, განსაკუთრებით კი მოთამაშეები. ეს ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს და პატივი სცეს. არ მგონია, რომ კითხვაზე თავის არიდებით ჩვენ ლიგის პოპულარობას გავზრდით. ასე არ შეიძლება“, – განაცხადა კერმა „ტი ენ ტისთან“ (TNT) საუბრისას.