„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ მთავარი მწვრთნელი სტივ კერი დატოვებს პოსტს ამ სეზონის დასრულების შემდეგ, – ამის შესახებ გამოაცხადა NBC Sports-მა.
„ელოდებიან, რომ „გოლდენ სტეიტის“ მთავარი მწვრთნელი სტივ კერი არ დაბრუნდება მომდევნო სეზონში პოსტზე, თუ გარემოებები ბოლო წუთს არ შეიცვლება. ლიგის წრეებში არსებობს აზრი, რომ ვერანაირი თანხა ვერ დაარწმუნებს კერს, დარჩეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე. აზრის შესაცვლელად საჭირო იქნება, რომ კერმა ისევ დაიჯეროს საკუთარი როლი, რადგან გუნდმა წინ უნდა იაროს“, – წერია სტატიაში.