„სტიუას“ მწვრთნელი - „საბურთალოსგან“ ასეთ თამაშს არ ველოდით #1TVSPORT​
„სტიუას“ მწვრთნელი - „საბურთალოსგან“ ასეთ თამაშს არ ველოდით #1TVSPORT​

კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე „საბურთალოსთან“ პირველ შეხვედრის წაგების შემდეგ ბუქარესტის „სტიაუას“ მთავარმა მწვრთნელმა „დინამო არენაზე“ პერსკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.

საკამოდ რთული მატჩი გამოდგა. არ ველოდი, რომ ასე ვითამაშებდით, საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა, რომ მოგვეგო და რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ.

მეორე შეხვედრაშიც რთულ თამაშს ველით იქიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ დღეს და რა ფეხბურთიც ქართველებმა წინა ტურში ალბანეთში „პარტიზანთან“ აჩვენეს. ამიტომ უფრო მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რომ მოვახერხოთ მოგება, სხვაგავარდ შემდეგ ეტაპზე გასვლას ვერ შევძლებთ.

ჩვენ ვერ ვითამაშეთ თუ „საბურთალოს“ მატჩი იყო მოულოდნელი? ცხადია, გავლენა „საბურთალოს“ კარგი თამაში იყო. მეტოქემ ბევრჯერ მოგვაქცია წნეხში და ამ წნეხისგან გამოსვლას ვერ ვახერხებდით.

რესურსი გვაქვს, რომ ეს ბარიერი დავძლიოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და შინ ორი ბურთით მოვიგოთ. მაგრამ საამისოდ დიდი შრომა დავჭირდება, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – განაცხადა ანტონ პეტრეამ.

კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე „საბურთალოსა“ და „სტიაუას“ განმეორებითი შეხვედრა ბუქარესტში 28 ივლისს გაიმართება.