სტიუარდთა შერჩევის პროგრამის მესამე გამოშვება დასრულდა #1TVSPORT
სტიუარდთა შერჩევის პროგრამის მესამე გამოშვება დასრულდა #1TVSPORT

საფეხბურთო სტადიონებზე სტიუარდთა შერჩევის პროგრამის მესამე გამოშვება დასრულდა. სემინარი ბათუმის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობდა.

სემინარის მონაწილეებს ინფორმაცია უეფა-ს სასწავლო პროგრამის მიხედვით მიეწოდათ. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

შერჩეულ სტიუარდებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში და გახდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდთა გუნდის წევრები. გარდა ევროპის ჩემპიონატისა, ისინი სფფ-ის სხვადასხვა ღონისძიებაშიც ჩაერთვებიან. სამსახური ანაზღაურებადი იქნება.

სტიუარდთა შერჩევის პროგრამა ამით არ დასრულებულა, მსურველებს ახალ გამოშვებაში რეგისტრაცია შეუძლიათ, კანდიდატი სრულწლოვანი უნდა იყოს.