„სტიაუას“ მწვრთნელი - „საბურთალოსთან“ ფავორიტები არ ვართ, მაგრამ მოსაგებად ვიბრძოლებთ #1TVSPORT
„სტიაუას“ მწვრთნელი - „საბურთალოსთან“ ფავორიტები არ ვართ, მაგრამ მოსაგებად ვიბრძოლებთ #1TVSPORT

ბუქარესტის „სტიაუას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონ პეტრეამ „დინამო არენაზე“ პერსკონფერენცია გამართა და კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე „საბურთალოსთან“ პირველ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ეს ევროთასებზე ჩვენი პირველი მატჩი იქნება. სეზონის დასაწყისში ფიზიკური ფორმის პიკში არ ვართ, მაშინ როცა მეტოქეს ამ მხრივ უფრო დიდი პრაქტიკა აქვს, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიქნებით. პირველ ეტაპზე დრამატულ ბრძოლაში მოიგეს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია – „საბურთალოს“ ბრძოლისუნარიანობა გააჩნია და იოლად არაფერს დათმობს.

– ხვალ იმედია, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ, თუმცა საამისოდ დიდი მონდომება დაგვჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ამ მატჩში ფავორიტები ვართ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული შეხვედრები გვაჩვენებს, რომ ევროპულ ტურნირებში ფავორიტები და აუტსაიდერები აღარ არიან და სენსაციებიც ხშირია.

„საბურთალო“ შევისწავლეთ – გუნდი მატჩებში განსხვავებულ სისტემებს იყენებს, მაგრამ ეს ჩვენ ვიცით, სხვადასხვა სავარაუდო სცენარებისთვის ვემზადებით და ვეცდებით, მატჩი ჩვენს სასიკეთოდ დავასრულოთ.

– ყველას, ჩვენს კლუბში სწამს, რომ ჩვენ ვართ იმ „სტიაუას“ მემკვიდრეები, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო და მაღალ დონეზე იასპარეზა, ვინაიდან ჩვენ არასდროს დავქვეითებულვართ ქვედა ლიგაში და ევროტურნირებზე რეგულარულად ვთამაშობდით. თუმცა სახელთან დაკავშირებით სამართლებრივი დავაა, რომელიც იმედია მალე დასრულდება“, – განაცხადა ანტონ პეტრეამ.

კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე „საბურთალოსა“ და ბუქარესტის „სტიაუას“ პირველი შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.