„სტიაუა“-„საბურთალოს“ ბელგიელები განსჯიან - მთავარი არბიტრი ორჯერ საუკეთესოდ აღიარეს #1TVSPORT
„სტიაუა“-„საბურთალოს“ ბელგიელები განსჯიან - მთავარი არბიტრი ორჯერ საუკეთესოდ აღიარეს #1TVSPORT

ცნობილი გახდა იმ მსაჯთა ვინაობა, რომლებიც ბუქარესტის „სტიაუასა“ და „საბურთალოს“ მატჩს განსჯიან.

უეფა-მ შეხვედრაზე ბელგიელ მსაჯთა ბრიგადა დანიშნა. მთავარი მსაჯია ჯონათან ლარდოტი, რომელსაც დახმარებას გაუწევენ ფლორიან ლემაირე და რომაინ დევილერსი. მეოთხე მსაჯი კი ჯასპერ ვერგოტე იქნება.

ჯონათან ლარდოტის (31 იანვარი 1984) დებიუტი ბელგიის პრო ლიგაში 2010-11 წლების სეზონში შედგა. ევროტურნირებს 2013 წლიდან ემსახურება. 2014 წლის 20 ივლისს, ლარდოტს ბელგიის სუპერთასის მატჩის განსჯა მიანდეს, ხოლო ორჯერ (2017/2018 და 2020/21 წლების სეზონში) ბელგიის საუკეთესო მსაჯად დაასახელეს.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს „საბურთალო“ „სტიაუასთან“ 28 ივლისს ჩაატარებს. შეხვედრა ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს დროით 21:30 საათზე დაიწყება.

„საბურთალოს“ ცნობით, რუმინეთიდან პირდაპირ ტრანსლაციის თაობაზე მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია და დღეს უნდა დაზუსტდეს, რომელ არხზე იქნება მატჩის ყურება შესაძლებელი.