სტერლინგი პრემიერლიგაში ნოემბერის მოთამაშეა
სტერლინგი პრემიერლიგაში ნოემბერის მოთამაშეა

ინგლისის პრემიერლიგაში, ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს. ტრადიციული ჯილდო „მანჩესტერ სიტის“ შემტევმა ნახევარმცველმა, რაჰიმ სტერლინგმა დაიმსახურა.

ნოემბერში ინგლისის ჩემპიონმა „ვესტ ჰემს“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „საუთჰემპტონს“ მოუგო. ამ მატჩებში სტერლინგის მონაგარი – სამი გოლი და ოთხი საგოლე პასი იყო.

მიმდინარე სეზონში, რაჰიმმა პრემიერლიგაში თავი, რვა გოლითა და შვიდი შედეგიანი პასით გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ ეს 2016 წლის აგვისტოს შემდეგ, სტერლინგის პირველი ამგვარი აღიარებაა.