სტენ ვან განდი სამსახურს იცვლის
სტენ ვან განდი სამსახურს იცვლის

ცნობილი კომპანია „ესპნ“-ის (ESPN) აწ უკვე ყოფილი ანალიტიკოსი სტენ ვან განდი მომავალი სეზონიდან „ტერნერ სპორტთან“ ითანამშრომლებს.

ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოქტომბრიდან „ტნტ“-ს (TNT) და „ნბა ტვ“-ს (NBATV) ეთერში მოგვევლინება. სტენ ვან განდიმ „ესპნ“-ში 2018-19 წლების განმავლობაში მუშაობდა.

მანამდე კი ის, ოთხი წლის განმავლობაში, „დეტროიტ პისტონსში “მთავარი მწვრთნელი და ასევე სპორტული დირექტორი იყო.

სტენ ვან განდისთან ერთად „ტერნერ სპორტმა“ (Turner Sports) ლეგენდარული გამთამაშებელი სტივ ნეში მიიწვია, რომელიც მომავალი სეზონიდან ასევე ანალიტიკოსის რანგში მოგვევლინება.