სტენ კოლიმორი - ტიმო ვერნერი „ლივერპულში“ იმედებს ვერ გაამართლებდა
სტენ კოლიმორი - ტიმო ვერნერი „ლივერპულში“ იმედებს ვერ გაამართლებდა

„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი სტენ კოლიმორი თვლის, რომ მისი ყოფილი კლუბი სწორად მოიქცა, როდესაც „ლაიპციგის“ თავდამსხმელ ტიმო ვერნერის შეძენაზე უარი განაცხადა.

„ვერნერი ნამდვილად კარგი თავდამსხმელი და უნივერსალური ფეხბურთელია, თუმცა მე მაინც არ მესმის „ლივერპულის“ იმ გულშემატკივრების, რომლებიც მისი ტრანსფერის ჩაშლის გამო მოთქვამენ. ტიმო არც მესია და არც კრიშტიანო რონალდო. მე ვთვლი, რომ „ლივერპულის“ მსგავს კლუბში ის დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცეოდა და შესაძლოა, იმედები ვერ გაემართლებინა“, – მოჰყავს კოლიმორის სიტყვები ბრიტანულ გამოცემა „მირორს“.

შეგახსენებთ, რომ ტიმო ვერნერი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.