სტეფენ ტომპსონმა ლეონ ედვარდსი გამოიწვია
სტეფენ ტომპსონმა ლეონ ედვარდსი გამოიწვია

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის (welterweight) სატიტულო ბრძოლის ყოფილმა მონაწილემ სტეფენ ტომპსონმა ლეონ ედვარდსთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

ტომპსონმა „როკის“ სოციალურ ქსელში („ტვიტერი“) მიმართა.

„ლეონ ედვარდს, დიდ პატივს გცემ. ახლა კი ვაცხადებ, რომ შენთან ბრძოლა მსურს. ეს ბრძოლა ძალიან საინტერესო იქნება.

ვფიქრობ, რომ „ტვიტერის“ საშუალებით მეტოქე კარიერაში პირველად გამოვიწვიე. ეს უცნაური გრძნობაა,“ – განაცხადა ტომპსონმა.

შეგახსენებთ, რომ ლეონ ედვარდს ზედიზედ რვა ბრძოლა აქვს მოგებული. მარტში ის ტაირონ ვუდლის უნდა შეხვედროდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო აღნიშნული დაპირისპირების გამართვა შეუძლებელი გახდა.

რაც შეეხება ტომპსონს, მან ბოლოს ვისენტე ლუკეს მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოუგო.

დატოვე კომენტარი