სტეფანოს ციციპასმა მარსელის ტურნირზე გაიმარჯვა
სტეფანოს ციციპასმა მარსელის ტურნირზე გაიმარჯვა

ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა ზედიზედ მეორედ მოიგო მარსელის ATP250 კატეგორიის ტურნირი. მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა ფინალში საათსა და 28 წუთში 6:3, 6:4 მოუგო კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს.

ციციპასმა სამჯერ მოიგო მეტოქის მოწოდება და ხუთი ბრეიკ-პოინტიდან ოთხი მოიგერია. ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 2:2 გახდა.

ბერძენმა გაიმეორა შვედი ტომას ენკვისტის 1998 წლის შედეგი, როცა სკანდინავიელმა ზედიზედ ორი ტიტული აიღო მარსელში.

საინტერესოა ციციპასის ერთი სტატისტიკური მიღწევა – ბერძენს ზედიზედ 16 სეტი აქვს მოგებული ATP250-ის ტურნირებში.