სტეფანოს ციციპასმა გრუნტზე პირველი ტურნირი მოიგო
სტეფანოს ციციპასმა გრუნტზე პირველი ტურნირი მოიგო

პორტუგალიის ქალაქ ეშტორილში ATP250 კატეგორიის ტურნირი გაიმართა გრუნტის კორტებზე. ამ საფარზე კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი. მან ფინალში საათა და 45 წუთში მოუგო ურუგვაელ პაბლო კუევასს – 6:3, 7:6(4).

ციციპასმა ორჯერ შეძლო ბრეიკის შესრულება, მისმა მეტოქემ კი ერთხელ მიაღწია მიზანს. აღსანიშნავია, რომ კუევასი შემთხვევით მოხვდა ძირითად ბადეში. მან წააგო კვალიფიკაციაში, მაგრამ ერთ-ერთი ჩოგბურთელის ტრავმის გამო ჩაჯდა ეშტორილის ბადეში.

ციციპასისთვის ეს არის მესამე ტიტული კარიერაში.

სხვათა შორის, გასულ კვირაში უნიკალური მოვლენა დაფიქსირდა – პირველად ისტორიაში, ერთი კვირაში კაცებსა და ქალებში ტიტულები მოიგეს ბერძენმა ჩოგბურთელებმა. WTA-ის ტურნირში იმარჯვა მარია საკარიმ.