სტეფანოს ციციპასმა 2021 წელს როლან გაროსზე ნადალის დამარცხება დაგეგმა

18:46, 27.01.2021
LONDON, ENGLAND - NOVEMBER 15: Rafael Nadal of Spain and Stefanos Tsitsipas of Greece embrace at the net after their singles match during Day Six of the Nitto ATP Finals at The O2 Arena on November 15, 2019 in London, England. (Photo by Linnea Rheborg/Getty Images)

მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა, ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა ახალ სეზონზე თავისი მიზნების შესახებ ილაპარაკა. მან მეტად თამამი განცხადება გააკეთა. კერძოდ, როლან გაროსზე რაფაელ ნადალის დამარცხება დაგეგმა. ესპანელი ამ ტურნირის 13-გზის მონაწილეა, 15 წლის განმავლობაში კი პარიზში მხოლოდ ორი მატჩი აქვს წაგებული.

„ახალ წელს ვგეგმავ ნადალის დამარცხებას როლან გაროსზე. ეს ყველას სურვილია, მაგრამ მე ყველაზე მეტად მსურს ამის გაკეთება. მე მგონი, ძალიან მაგარი მიზანია. ჩვენ ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს და რაფა უფრო ხშირად იგებდა, მაგრამ მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები გამარჯვების მისაღწევად.

ნადალი ძალიან რთული მეტოქეა, ძალიან სტაბილური. ის არასოდეს ნებდება. მეც მებრძოლი ვარ, მაგრამ რაფა მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგას ჩემზე. ის სხვა დონეა და უცნაური იქნება ჩვენი შედარება. ასე რომ, ამგვარ მაღალ მიზანს ვისახავ 2021 წელს. იმედია, ძალიან თავხედურად არ მოჩანს ჩემი გეგმა“, – განუცხადა ციციპასმა როლან გაროსის პრესსამსახურს.

ნადალი და ციციპასი პროფესიულ ტურში რვაჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და რაფამ შვიდჯერ მოიგო. ბერძენმა ესპანელი მის საყვარელ გრუნტის კორტზე ერთადერთხელ დაამარცხა – 2019 წელს, მადრიდის „მასტერსზე“.

მსგავსი