სტეფანოს ციციპასი - სამუდამოდ ავუკრძალავდი ნადალს როლან გაროსზე თამაშს
სტეფანოს ციციპასი - სამუდამოდ ავუკრძალავდი ნადალს როლან გაროსზე თამაშს

მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა, ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა.

– თქვენი საჩოგბურთო მიზანი 2021 წელს?

– ორჯერ ავიღო კარლოვიჩის მოწოდება.

– როგორ ახერხებთ სიმშვიდის შენარჩუნებას კორტზე ყველაზე დაძაბულ მომენტებში?

– ცხოვრებაში არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ამბები, ვიდრე ჩოგბურთის გამო ნერვიულობაა.

– საყვარელი გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში?

– “ლივერპული”.

– ერთი რამ, რასაც სამუდამოდ აკრძალავდით?

– ავუკრძალავდი რაფას როლან გაროსზე თამაშს.

34 წლის რაფაელ ნადალს 13-ჯერ აქვს მოგებული როლან გაროსი.