სტეფანოს ციციპასი პირველად შევიდა ტოპ3-ში, ნადალი მეოთხე ადგილამდე დაეშვა, ბასილაშვილი 42-ე ჩოგანია #1TVSPORT
სტეფანოს ციციპასი პირველად შევიდა ტოპ3-ში, ნადალი მეოთხე ადგილამდე დაეშვა, ბასილაშვილი 42-ე ჩოგანია #1TVSPORT

ორშაბათს განახლდა საჩოგბურთო რეიტიინგები.

მამაკაცთა კლასიფიკაციის TOP3-ში დებიუტი აქვს ბერძენ სტეფანოს ციციპასს. შესაბამისად, პირველად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტოპ-სამეული დატოვა ესპანელმა რაფაელ ნადალმა. ციციპასი მხოლოდ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რუს დანიილ მედვედევს ჩამორჩება.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ქართველმა ჩოგბურთელმა ერთი პოზიციით უკან დაიხია და რეიტინგის 42-ე ნომერია.

ATP. TOP10

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) – 12113

2(2). დანიილ მედვედევი (რუს) – 9643

3(4). სტეფანოს ციციპასი (საბ) – 8115

4(3). რაფაელ ნადალი (ესპ) – 7315

5(5). ალექსანდრ ზვერევი (გერ) – 7183

6(6). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 6915

7(7). ანდრეი რუბლიოვი (რუს) – 6005

8(8). მატეო ბერეტინი (იტა) – 5533

9(9). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 4215

10(10). დენის შაპოვალოვი (კან) – 3625

* * *

ქალთა რეიტინგში კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმ კი სამი პოზიცია დაკარგა და ახლა მერვე ადგილზეა. ამის ხარჯზე, თითო ადგილი მოიგეს უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ, ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ და პოლონელმა იგა შვიონტეკმა. ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა პირველად მოხვდა ტოპ-ათეულში – მან იქიდან რუმინელი სიმონა ჰალეპი გამოაგდო, რომელსაც მე-13 პოზიცია აქვს.

WTA. TOP10

1(1). ეშლი ბარტი (ავსტრა) – 9635

2(2). ნაომი ოსაკა (იაპ) – 7146

3(3). არინა საბალენკა (ბლრ) – 6845

4(4). სოფია კენინი (აშშ) – 5345

5(6). ელინა სვიტოლინა (უკრ) – 5035

6(7). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) – 4850

7(8). იგა შვიონტეკი (პოლ) – 4550

8(5). ბიანკა ანდრეესკუ (კან) – 4431

9(9). გარბინე მუგურუსა (ესპ) – 4165

10(11). ბარბორა კრეიჩიკოვა (ჩეხ) – 4113