სტეფანო პიოლი - შეუძლებელია „ნაპოლის“ ხვალაც 4:0 მოვუგოთ, ეს სხვა თამაში იქნება #1TVSPORT
სტეფანო პიოლი - შეუძლებელია „ნაპოლის“ ხვალაც 4:0 მოვუგოთ, ეს სხვა თამაში იქნება #1TVSPORT

„მილანის“ მთვარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ შეუძლებელი იქნება ისეთი უპირატესობის მოპოვება, როგორც მცირე ხნის წინ სერია A-ში, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ მისმა გუნდმა 4:0 მოიგო.

„ჩვენ მშვიდად ვართ და ამ მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ, ვიცით სირთულეები და ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს სულ სხვა დატვირთვა გააჩნია. თუმცა, გვინდა, ვეცადოთ, რომ საუკეთესო შედეგები ვაჩვენოთ და წინ წავიწიოთ.

„ნაპოლისთანაც“ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ეს ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან ძლიერ გუნდთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო. ამ რაუნდის გასავლელად დიდი ბრძოლა დაგვჭირდება. სერია A-ში „ნაპოლისთან“ მატჩებმა აჩვენა, რომ ჩვენ ორი ძლიერი გუნდი ვართ და ორი რთული და დაბალანსებული მატჩი გველის.

შეუძლებელია, „ნაპოლის“ ხვალაც 4:0 მოვუგოთ, ეს სხვა თამაში იქნება. ჩვენ ვერ დავაკოპირებთ იმ თამაშს, რაც სერია A-ს ჩვენს ბოლო შეხვედრაში ვაჩვენეთ. ხვალ განსხვავებული მატჩი იქნება და „ნაპოლის“ შეუძლია, განსხვავებული ფეხბურთი აჩვენოს. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

მიხარია, რომ გუნდში ყველა ჯანმრთელადაა. „ნაპოლის“ კი დაშავებული ვიქტორ ოსიმენი ვერ დაეხმარება, რომელიც შესანიშნავი ცენტრფორვარდია და მის გარეშე გუნდი დაცვაში ნაკლებად ძლიერი იქნება. თუმცა, „ნაპოლი“ ოსიმენის გარეშეც იგებდა და ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შეტევა ჰყავს“, – განაცხადა სტეფანო პიოლიმ.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი „მილანი“-„ნაპოლის“ შორის მილანის „სან-სიროზე“ 12 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.