სტეფანო პიოლი - ნეაპოლში თავდაჯერებულად ჩავალთ, თუმცა სირთულეები გველის #1TVSPORT
სტეფანო პიოლი - ნეაპოლში თავდაჯერებულად ჩავალთ, თუმცა სირთულეები გველის #1TVSPORT

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ (1:0) ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალის მატჩის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი ნახევარფინალში ითამაშებს.

„უკვე ვფიქრობ ნეაპოლში საპასუხო შეხვედრაზე, რომელიც კიდევ ერთი ასეთი შესანიშნავი მატჩი იქნება. დღეს იყო შესანიშნავი ტემპი, დიდი ემოციები, მაგრამ ძალიან ბევრი ტექნიკური შეცდომაც. ორივე გუნდმა ძალიან დაბალანსებული თამაში აჩვენა და ორივესთვის რთული დაპირისპირება იყო.

ნაპოლიმ“ ჩვენზე უკეთ დაიწყო, ჩვენ ბურთს კარგად ვერ ვაკონტროლებდით, როცა დრიბლინგი არ იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში „სან-სიროზე“ მათ პირველად მოვუგეთ. სამწუხაროა, რომ ბოლოს რიცხობრივი უპირატესობით ვერ ვისარგებლეთ, მაგრამ შედეგი შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედს მიტოვებს.

ვინ მომეწონა? ყველა ჩვენი მოთამაშე. ლეო? დიახ, რა თქმა უნდა, მომეწონა, ისევე როგორც ჟირუ, ტომორი. ნეაპოლში დიდი თავდაჯერებულობით ჩავალთ, თუმცა იმ სიძნელეებსაც ვაცნობიერებთ, რაც საპასუხო მატჩში გველის“, – ამბობს სტეფანო პიოლი.

„მილანმა“ ამ მოგებით (1:0) ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრამდე მცირე უპირატესობა მიიღო – ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი“ „მილანს“ „სტადიო მარადონაზე“ 18 აპრილს უმასპინძლებს.