სტეფანო პიოლი - „ნაპოლისთან“ უმძიმესი მატჩი გველის, მაგრამ მცირე უპირატესობა გვაქვს #1TVSPORT 
სტეფანო პიოლი - „ნაპოლისთან“ უმძიმესი მატჩი გველის, მაგრამ მცირე უპირატესობა გვაქვს #1TVSPORT 

„მილანის“ მწვრთნელი სტეფანო პიოლი „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრამდე მედიას შეხვდა და პრესკონფერენციაზე მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ იმედიანად ვართ, რადგან „ნაპოლი“ წელს ორჯერ დავამარცხეთ და იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ „მილანში“ მაღალი კლასის მოთამაშეები გვყავს. ვიცით ჩვენი თავის ფასი და როგორ უნდა ვითამაშოთ. ამიტომ მოედანზე თავდაჯერებულები გავალთ.

ჩვენ ძალიან მცირე უპირატესობით გვაქვს, მაგრამ „ნაპოლის“ წელს ჩემპიონთა ლიგის საშინაო თამაშებში საშუალოდ სამი გოლი გაჰქონდა ისეთ გუნდებთან, როგორებიც არიან „აინტრახტი“, „რეინჯერსი“, „აიაქსი“ და „ლივერპული“. ეს დამსახურებული გამარჯვებები იყო, სადაც სპალეტის გუნდმა უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენა.

თუმცა, ჩვენ ვიქნებით ძალიან მოტივირებულები და კონცენტრირებულები, რადგან შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს. ჩვენ „სტადიო მარადონაზე“ ველით განსხვავებულ გარემოს, ვიდრე იტალიის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში იყო, მაგრამ ეს გარემო მეტ მოტივაციას, მეტ ენერგიას გვმატებს და არანაირად არ გვაშინებს.

„ნაპოლისთან“ მაღალი დონის, საინტერესო მატჩი გველოდება, სადაც ორივე გუნდი იქნება დამუხტული და დიდი მონდომებით ითამაშებს, რადგან გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადის. ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოვავლინოთ“, – განაცხადა სტეფანო პიოლიმ.