სტეფანო პიოლი - ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად, იბრაჰიმოვიჩს თამაშის დაუოკებელი სურვილი შემორჩა #1TVSPORT
სტეფანო პიოლი - ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად, იბრაჰიმოვიჩს თამაშის დაუოკებელი სურვილი შემორჩა #1TVSPORT

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ მისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერის, 40 წლის თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.

„ზლატანს წარმოუდგენელი განწყობა და შინაგანი ძალა გააჩნია, – ამბობს მილანელთა მთავარი მწვრთნელი. მისი ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად, მას შემორჩა თამაშის დაუოკებელი სურვილი.

იბრაჰიმოვიჩს საოცარი მოტივაცია აქვს, რომელსაც მთელ გუნდს უნაწილებს. ის ძალიან ჭკვიანია და ამავდროულად, საფეხბურტო ინტუიციაც არაჩვეულებრივად აქვს განვითარებული. ზლატანი საკუთარი თავისა და თანაგუნდელების მიმართაც ძალიან მომთხოვნია. იბრა ჩემპიონია, რომლისთვისაც ფეხბურთი უმთავრესია“.

მიმდინარე სეზონში 40 წლის ფეხბურთელმა ოთხი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.