სტეფანო პიოლი - გვაქვს სურვილი, რომ ეს სეზონი იყოს ჩვენთვის განსაკუთრებული
სტეფანო პიოლი - გვაქვს სურვილი, რომ ეს სეზონი იყოს ჩვენთვის განსაკუთრებული

„მილანი“ იტალიის სერია A-ს მორიგ შეხვედრას „კროტონეს“ წინააღმდეგ, 7 თებერვალს გამართავს. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ინტერმა“ „ფიორენტინას“ სტუმრად 2:0 სძლია და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

„როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ იტალიურ Radion 105-თან საუბრისას, თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა: „მილანი“ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდია ევროპაში, მაგრამ ამასთან ერთად ვართ პროფესიონალები. მე არასდროს მჭირდება ფეხბურთელების მოტივირება და ამას არც ვცდილობ. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეს სეზონი იყოს ჩვენთვის განსაკუთრებული.“

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ პიოლის ჩანაცვლება რალფ რანგნიკით სურდა, მაგრამ გუნდმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა, როგორც იტალიის სერია A-ში, ასევე ევროპის ლიგაზე და ხელმძღვანელობამაც იტალიელი სპეციალისტის გუნდში დატოვება გადაწყვიტა.

„ამაში მეც დიდი წვლილი მიმიძღვის, რადგან მცირე დეტალებზეც კი ვმუშაობდი. მაგრამ უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ აქ შესანიშნავი ატმოსფეროა და ყველა ერთი მიმართულებით მიდის, განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში“, – განაცხადა პიოლიმ.