სტეფან ელ შაარავი „ჯენოაში“ ბრუნდება #1TVSPORT

16:10, 02.09.2026

33 წლის იტალიელი შემტევი სტეფან ელ შაარავი საფეხბურთო კარიერას კვლავ „ჯენოაში“ განაგრძობს. მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება უკვე შემდგარია.

ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის რანგში ემატება და კლუბთან ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობის დამატებით ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტიც.

ელ შაარავიმ პირველი საფეხბურთო ნაბიჯები სწორედ „ჯენოას“ აკადემიაში გადადგა და მთავარი გუნდის ღირსებას 2008-2010 წლებში იცავდა. ამას გარდა, თავისი კარიერის მანძილზე მას „მილანის“, „მონაკოსა“ და „რომას“ მაისურითაც უასპარეზია.

მსგავსი