სტეფან დენკოვიჩი  - აზაროვს „ცრვენა ზვეზდა“ ტოპ-5 ლიგაში გაყიდის, გაგიკვირდებათ, საქართველოში იმდენი ნიჭიერი ბიჭია #1TVSPORT
სტეფან დენკოვიჩი - აზაროვს „ცრვენა ზვეზდა“ ტოპ-5 ლიგაში გაყიდის, გაგიკვირდებათ, საქართველოში იმდენი ნიჭიერი ბიჭია #1TVSPORT

სერბული გამოცემა Mozzart Sport „ცრვენა ზვეზდაში“ ირაკლი აზაროვის ტრანსფერის შესახებ ბათუმის „დინამოს“ ყოფილ შემტევს, სტეფან დანკოვიჩს ესაუბრა, რომელსაც ბელგრადულ კლუბშიც უთამაშია.

დენკოვიჩმა ისეთი რამ თქვა, რაც „ცრვენა ზვეზდას“ და ქართველ გულშემატკივარს გაახარებს. მისი შეფასებით, სერბეთის ჩემპიონმა სატრანსფერო ბაზარზე გარღვევა განახორციელა.

„მრავალი წლის შემდეგ „ცრვენა ზვეზდამ“ ღირსეული გაძლიერება იპოვა მარცხენა მცველის როლში. ის დიდ სამუშაოს ასრულებს. ჩემთვის აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთანაც მითამაშია ჩემს კარიერაში. და არა მხოლოდ ეს: ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ამპლუაში, რომელიც ფეხბურთში მინახავს. მას აქვს წარმოუდგენელი ტექნიკა, სიჩქარე და მკვეთრი მოძრაობები – ეს მისი მთავარი მახასიათებელია. ის ამ ბოლო დროს ძალიან გაიზარდა“, – განაცხადა სტეფან დენკოვიჩმა Mozzart Sport-თან ინტერვიუში.

„ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ „წითელი ვარსკვლავების“ ახალი ფეხბურთელი სერბეთის სტანდარტულ წარმომადგენელს, ფილიპ მლადენოვიჩს ნაკლებად ჰგავს. ამ სეზონში მან ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა და მუდმივად მონაწილეობდა „დინამოს“ შეტევებში.

ბათუმელთა ყოფილი შემტევის ვარაუდით, აზაროვს ევროპის ტოპ-ლიგაში თამაშის პოტენციალი გააჩნია:

„დაიმახსოვრეთ, რასაც ახლა გეტყვით – თუ ის განაგრძობს განვითარებას, „ცრვენა ზვეზდა“ მას აუცილებლად ტოპ-5 ლიგის რომელიმე წამყვან კლუბში გაყიდის. იმედი მაქვს, სერბი გულშემატკივრები არ შემრისხავენ, მაგრამ ჩემთვის აზაროვი კლასით უკეთესია, ვიდრე ფილიპ მლადენოვიჩი. თქვენ თავად ნახავთ, „ზვეზდამ“ ვისი დამატება მოახერხა“.

სტანკოვიჩმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აზაროვმა საქართველოს ნაკრებში უკვე რვაჯერ ითამაშა:

„მას საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი ვილი სანიოლი ძალიან ენდობა და სასტარტო შემადგენლობის წარმომადგენლად იიჩნევს. მას რეგულარულად ურეკავს სანიოლი. ეს ბევრზე მეტყველებს. აზაროვმა იცის, რომ ეს არის მის კარიერაში წინსვლის შანსი. „ცრვენა“ ბათუმის „დინამოზე“ ერთი საფეხურით მაღლა დგას, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული გუნდები სულაც არ არიან დაბალი დონის. გაგიკვირდებათ, იქ რამდენი ნიჭიერი ბიჭია“.