„მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო კვლავინდებურად ლიდერობს 2021-22 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშის პრიზისთვის რბოლაში, – წერს NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი. ბერძენი კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 28.0 ქულას, 11.4 მოხსნასა და 6.0 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
მნიშნელოვნად დათმო პოზოციები „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა სტეფენ კარიმ, რომელმაც ბოლო ორ მატჩში 19-დან მხოლოდ ორი სამქულიანი ჩააგდო. ია ახლა მეხუთე ადგილზეა.
MVP-ის პრიზის კანდიდატთა TOP5 NBA-ის ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით:
- იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი)
- კევინ დურანტი (ბრუკლინი)
- ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)
- ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)
- სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი)