სტეფ კარის მთვარეზე ამერიკელების ყოფნის არ სჯერა
სტეფ კარის მთვარეზე ამერიკელების ყოფნის არ სჯერა

„გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა სტეფ კარიმ აღიარა, რომ არ სჯერა ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე ყოფნის. ამის შესახებ მან ვინს კარტერთან, კენტ ბეიზმორთან და ანდრე იგუოდალასთან პოდკასტის დროს ილაპარაკა.

„ვიყავით თუ არა ოდესმე მთვარეზე? არა? მეც ასე ვფიქრობ“, – თქვა კარიმ. – „უკაცრავად, არ მინდოდა შეთქმულების თეორიის გავრცელება“.