„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებლის, სტივენ კარის დაბრუნება ერთი მატჩით გადაიდო. ორგზის MVP თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ პირველ შეხვედრას კვირას, „დეტროიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, – იტყობინება ESPN.
ასე რომ, კარის 11 გამოტოვებული მატჩი უგროვდება, მათ შორის პარასკევის შეხვედრა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ „ტორონტოსთან“. ვარაუდობდნენ, რომ კარი სწორედ ამ მატჩში უნდა დაბრუნებულიყო მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ სტეფმა ტრავმა 9 ნოემბერს, „მილუოკის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო.