სტეფ კარის ახალი რეკორდი - მას NBA-ის ისტორიაში ყველაზე მეტი სამქულიანი აქვს ჩაგდებული #1TVSPORT
სტეფ კარის ახალი რეკორდი - მას NBA-ის ისტორიაში ყველაზე მეტი სამქულიანი აქვს ჩაგდებული #1TVSPORT

„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფენ კარი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეკორდსმენი გახდა კარიერის განმავლობაში გამოყენებული სამქულიანების რაოდენობით.

SportsCenter-ის მონაცემებით, „ჩიკაგოს“ წინააღმდეგ მოგებული მატჩის შემდეგ, 33 წლის კალათბურთელს 3366 რეალიზებული სამქულიანი დაუგროვდა ლიგის მატჩებში (პლეი ოფის გათვალისწინებით). ამით მან გააუმჯობესა „მილუოკის“, „სიეტლის“, „ბოსტონისა“ და „მაიამის“ ყოფილი შემტევი მცველის რეი ალენის რეკორდი, რომელიც 3358 ზუსტ სამქულიანს უდრიდა.

სულ „ჩიკაგოს“ წინააღმდეგ მატჩში კარიმ ცხრა სამქულიანი გამოიყენა.