სტეფ კარიმ ვარჯიში განაახლა
„გოლდენ სტეიტისთვის“ 2019-20 წლების რეგულარული სეზონი დიდი ხანია დასრულებულია. გუნდი დასავლეთ კონფერენციაში 12 მოგებითა და 43 წაგებით მისთვის უჩვეულო ბოლო ადგილზეა.
გუნდის ლიდერი სტეფ კარი ხელის მოტეხილობას უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობს, თუმცა „ვორიორზში“ იმედოვნებენ, რომ სტეფი მოედანს მიმდინარე წლის მაისში მაინც დაუბრუნდება. „გოლდენ სტეიტის“ მთავარი მწვრთნელი სტივ კერი აცხადებს, რომ კარი გუნდთან ერთდ სან ფრანცისკოში იმყოფება და მსუბუქად ვარჯიშობს.
Upon further review: The next Curry update has been moved up two days to Feb. 28. Initially was March 1. https://t.co/LcdOQwp5yV
— Monte Poole (@MontePooleNBCS) February 19, 2020