სტეფ კარიმ ტრავმა მიიღო [ვიდეო] #1TVSPORT
სტეფ კარიმ ტრავმა მიიღო [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს „გოლდენ სტეიტმა“ სტუმრად „ჰიუსტონი“ დაამარცხა, თუმცა „ვორიორზის“ გულშემატკივრებისთვის აღნიშნულ თამაშში საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. მესამე მეოთხედის ბოლოს კარი სამქულიანი ტყორცნის შემდეგ სტეფ კარი პარკეტზე ცუდად დახტა და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ნათლად ჩანდა, რომ „ვორიორზის“ ლიდერი ძლიერ ტკივილს განიცდიდა.


მოგვიანებით „გოლდენ სტეიტის“ პიარ გუნდმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა. კარის ტრავმის სიმძიმე დღეს გახდება ცნობილი.


შეგახსენებთ, რომ „ვორიორზი“ პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის. მთელი სეზონის მანძილზე სტივ კერის გუნდი ერთ-ერთი ლიდერის, კლეი ტომპსონის გარეშე ასპარეზობს. არის შანსი, რომ „გოლდენ სტეიტს“ სეზონის დასრულება კარის გარეშეც მოუწიოს.