სტეფ კარიმ საკუთარი ვერსიით ყველა დროის საუკეთესო ხუთეული დაასახელა (ვიდეო)
სტეფ კარიმ საკუთარი ვერსიით ყველა დროის საუკეთესო ხუთეული დაასახელა (ვიდეო)

გოლდენ სტეიტ ვორიორზი რეგულარული სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩს ხვალ საკუთარ ორაკლ არენაზე გამართავს. სტივ კერის გუნდი პირველი ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ დენვერს დაუპირისპირდება.

შეხვერამდე ვორიორზის ლიდერი და ორგზის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP) სტეფ კარი გულშემატკივრებს შეხვდა. გულშემატკივარს სტეფთან შეხვედრის ხილვა ფეისბუქის საშუალებით პირდაპირ ეთერში შეეძლო. გოლდენ სტეიტის გამთამაშებელმა აღნიშნულ შეხვედრაზე საკუთარი ვერსიით ყველა დროის საუკეთესო ხუთეული დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება – მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი, ვილტ ჩემბერლენი, შაკილ ონილი და მეჯიქ ჯონსონი.