სტეფ კარიმ გამორიცხა თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა – მინდა მთელი კარიერა „გოლდენ სტეიტში“ გავატარო #1TVSPORT

16:41, 20.09.2026

„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა სტეფენ კარიმ უპასუხა შეკითხვას მომავალი წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტების ბაზარზე შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით. CNBC-ის ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მზად არის თუ არა კარი მიჰყვეს ლებრონ ჯეიმსის მაგალითს, რომელიც ზაფხულში „ფილადელფია სიქსერზში“ გადავიდა.

„სულაც არა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდა მთელი კარიერა „გოლდენ სტეიტში“ გავატარო. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რაც ერთად ავაშენეთ, ასევე შესაძლებლობა ერთად გავიაროთ ამ სეზონში მთელი გზა დრეიმონდთან და მწვრთნელ კერთან ერთად.

მთელი ეს საკონტრაქტო საკითხები, მთელი ეს ისტორია სეზონიდან სეზონამდე – სიგიჟეა. ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ მინდა „გოლდენ სტეიტში“ დარჩენა და გამარჯვებებისთვის ბრძოლის გაგრძელება. კონტრაქტის საკითხი თავის თავად გადაწყდება“, – განაცხადა 38 წლის კალათბურთელმა.

კარის მოქმედი კონტრაქტით კიდევ ერთი წელი რჩება. 2026-27 წლების სეზონში ის 62.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

მსგავსი