სტეფ კარი ზუსტი სამქულიანების რაოდენობით NBA-ის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
სტეფ კარი ზუსტი სამქულიანების რაოდენობით NBA-ის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

„გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ზუსტი სამქულიანების რაოდენობით. სტუმრად „მედისონ სკვერ გარდენში“ „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ მატჩის პირველ მეოთხედში კარიმ კალათში მოათავსა შორეული ტყორცნა. რომელიც 2974-ე ზუსტი სამქულიანი იყო მის კარიერაში. სტეფმა გაუსწრო წინა რეკორდსმენს რეი ალენს, რომელიც ესწრებოდა ამ შეხვედრას და პირადად მიულოცა ახალ რეკორდსმენს.

ახლა, ყველა დროის საუკეთესო სნაიპერთა TOP10 ასე გამოიყურება:

  1. სტეფ კარი – 2974
  2. რეი ალენი – 2973
  3. რეჯი მილერი – 2560
  4. ჯეიმს ჰარდენი – 2509
  5. კაილ კორვერი – 2450
  6. ვინს კარტერი – 2290
  7. ჯეისონ ტერი – 2282
  8. ჯამალ კროუფორდი – 2221
  9. პოლ პირსი – 2143
  10. დემიენ ლილარდი – 2109

„ნიუ იორკთან“ შეხვედრა „გოლდენ სტეიტმა“ 105:96 მოიგო და აგრძელებს ლიდერობას დასავლეთ კონფერენციასა და მთლიანად რეგულარულ სეზონში. კარიმ მატჩი 22 ქულით დაასრულა.