სტეფ კარი „ოლ სტარს“ გამოტოვებს #1TVSPORT
სტეფ კარი „ოლ სტარს“ გამოტოვებს #1TVSPORT

„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფენ კარი გამოტოვებს „ყველა ვარსკვლავის მატჩს“ მუხლის ტრავმის გამო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა გამოცემა ClutchPoints-ის ინსაიდერმა ბრეტ სიგელმა.

ლიგის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს ტრავმა ორი კვირის წინ ინდივიდუალური ვარჯიშისას გაუმიზეზდა. ტკივილის მიუხედავად, კალათბურთელმა სცადა თამაში, მაგრამ იძულებული გახდა ვადაზე ადრე დაესრულებინა „დეტროიტთან“ შეხვედრა, რის შემდეგაც ზედიზედ ხუთი მატჩი გამოტოვა. ამ მომენტისთვის, კარის მკურნალობის ერთადერთი მეთოდია დასვენება.

„უორიორზის“ გეგმის მიხედვით, კარი მოედანზე 20 თებერვალს უნდა დაბრუნდეს „ბოსტონთან“ მატჩში – „ყველა ვარსკვლავის უიქენდის“ პაუზის დასრულებისთანავე. ამ შემთხვევაში, მისი დაბრუნება დაემთხვევა „გოლდენ სტეიტში“ კრისტაპს პორზინგისის დებიუტს, რომელიც ასევე ტრავმის გამო ვერ ახერხებს თამაშს.