სტეფ კარი კიდევ ექვსი წელი აპირებს თამაშს
სტეფ კარი კიდევ ექვსი წელი აპირებს თამაშს

„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ განაცხადა, რომ კიდევ დიდი ხანი სურს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშის გაგრძელება.

„ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გამოსვლა – ეს ცხოვრების მოკლე პერიოდია. მე აქ ვარ 21 წლის ასაკიდან და იმედია, კიდევ ექვსი წელი შევძლებ თამაშს. ვფიქრობ იმაზეც, რა იქნება ჩემს ცხოვრებაში კალათბურთის შემდეგ. მინდა საფუძველი ჩავუყარო მომავალ ცხოვრებაში წარმატებას. მაგრამ, დღეისთვის ბედნიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავ გუნდში მოვხვდი“, – განაცხადა კარიმ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კარი NBA-ის სამგზის ჩემპიონია. აშშ-ის ნაკრებში 2010 და 2014 წლებში აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატები. შარშანდელ სეზონში სტეფი საშუალოდ მატჩში 26.0 ქულასა და 6.8 შედეგიან პასს აგროვებდა.