სტეფ კარი ისტორიაში პირველი მოთამაშეა, ვინც კარიერაში კონტრაქტებით 600 მილიონი გამოიმუშავა #1TVSPORT

13:53, 27.09.2026

ამერიკელმა გამთამაშებელმა სტეფენ კარიმ „გოლდენ სტეტი უორიორზთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ინსაიდერ შემს ჩარანიას ინფორმაციით, კარი კლუბს ხელშეკრულების ორი წლით გაგრძელებაზე შეუთანხმდა, რის სანაცვლოდ 116 მილიონ დოლარს მიიღებს. კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე იქნება ძალაში კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

ექსპერტ ბობი მარქსის ცნობით, გამთამაშებელი დათანხმდა ხელფასს, რომელიც 20 მილიონით ნაკლებია შესაძლო მაქსიმალურ ანაზღაურებაზე (136,7 მლნ). კალათბურთელის ეს ნაბიჯი „უორიორზს“ მომავალ ზაფხულში სახელფასო ბიუჯეტში გარკვეულ სივრცეს უტოვებს, რაც კლუბის ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს, თავისი სუპერვარსკვლავის გარშემო შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიეროს.

აღსანიშნავია, რომ ახალი გარიგების გაფორმების შემდეგ, 38 წლის კარის კონტრაქტებიდან საერთო კარიერული შემოსავალი 650 მილიონ დოლარს მიაღწევს. შედეგად, გამთამაშებელი გახდება NBA-ის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელიც 600 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ყველაზე ახლოს ამ მაჩვენებელთან არიან „ჰიუსტონის“ ფორვარდი კევინ დურანტი (591-598 მილიონი), „ფილადელფიას“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი (589-592 მილიონი), „ტორონტოს“ ფორვარდი კავაი ლეონარდი (541-543 მილიონი) და „ბოსტონის“ ფორვარდი პოლ ჯორჯი (516-519 მილიონი).

გასულ რეგულარულ ჩემპიონატში კარის მუხლის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მხოლოდ 43 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 26,6 ქულა, 3,6 მოხსნა და 4,7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი