სტეფ კარი ინსტაგრამზე ყოფილ კოსმონავტს სკოტ კელის ესაუბრა
სტეფ კარი ინსტაგრამზე ყოფილ კოსმონავტს სკოტ კელის ესაუბრა

სტეფ კარისა და „ნასას“ მთვარის მისიაზე ამ დღეებში არაერთი სტატია დაიწერა. „გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ ვარსკვლავმა „ნასასგან“ მიიღო დაპატიჟება ჰიუსტონში, რათა დაათვალიეროს ყველა დამადასტურებელი ფაქტი მთვარის მისიის შესახებ.

სტეფმა თემასთან დაკავშირებით საუბარი ყოფილ კოსმონავტთან სკოტ კელისთან გამართა. კელიმ კარის განუცხადა, რომ მისი ინტერვიუ ძალიან კარგ გავლენას მოახდენს ახალგაზრდა თაობაზე, რომელიც კიდევ უფრო დაინტერესდება მეცნიერების უფრო დეტალური შესწავლით.