სტეფ კარი და კევინ დურანტი NBA-ის მეოთხე სათამაშო კვირის მოთამაშეები გახდნენ #1TVSPORT
სტეფ კარი და კევინ დურანტი NBA-ის მეოთხე სათამაშო კვირის მოთამაშეები გახდნენ #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს „ბრუკლინის“ ფორვარდი კევინ დურანტი. „ნეტსმა“ გასულ კვირას ოთხი მატჩიდან სამი მოიგო. ამ შეხვედრებში დურანტის საშუალო მონაგარი იყო – 32.3 ქულა და 7.8 მოხსნა. ფორვარდი თამაშიდან 62.9 პროცენტის სიზუსტით ისროდა.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი გახდა. მისი საშუალო სტატისტიკა იყო – 34.8 ქულა, 7.8 შედეგიანი გადაცემა და 5.5 მოხსნა. „უორიორზის“ მონაცემებიც გასულ კვირას – სამი მოგება და ერთი მარცხი იყო. „გოლდენ სტეიტი“ მთლიანად რეგულარული ჩემპიონატის ლიდერია.

სტეფ კარი ახალ სეზონში მეორედ გახდა კვირის საუკეთესო მოთამაშე.

დატოვე კომენტარი