სტეფ კარი ამბობს, რომ ადამიანის მთვარეზე დაშვების შესახებ მისი კომენტარი ხუმრობა იყო
სტეფ კარი ამბობს, რომ ადამიანის მთვარეზე დაშვების შესახებ მისი კომენტარი ხუმრობა იყო

„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ ვარსკვლავი სტეფ კარი აცხადებს, რომ ეჭვი ამერიკელების მთვარეზე დაშვებაში ხუმრობით შეიტანა.

„რა საკვირველია, ვიხუმრე. მე იმ ადამიანების აზრს ვაპროტესტებდი, ვინც ასე რეალურად ფიქრობს. ასე რომ, მოხდა პატარა გაუგებრობა“, – უთხრა კარიმ „ი-ეს-პი-ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტს.

კალათბურთელის თავდაპირველ განცხადებას ამერიკის კოსმოსური სააგენტო „ნასას“ (NASA) წარმომადგენელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს ჩაიყვანოს სტეფ კარი ჰიუსტონში და ადამიანის მთვარეზე დაშვების ყველა საჭირო მტკიცებულება აჩვენოს.

კალათბურთელი აცხადებს, რომ ამ დაპატიჟებით მოხარულია.