სტეფ კარი - 15 000
სტეფ კარი - 15 000

სტეფ კარიმ „მემფისთან“ ჩაგდებული 20 ქულით კარიერაში 15 000 მიაღწია. „მემფისთან“ მოგებულ შეხვედრაში (93-110) „გოლდენ სტეიტ ვორიორზისთვის“ კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი მოხდა: ტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდს ანდრე იგუადალა დაუბრუნდა, რომელმაც 3 შეხვედრა გამოტოვა.

„ვორიორზის“ კაპიტნის ანგარიშზე 10 ქულაა. მატჩში საუკეთესო, 23 ქულით, კევინ დიურანტი გამოდგა. კლეი ტომპსონისა და იერებკოს ანგარიშზე 16-16 ქულაა. მემფისელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 20 ქულით „გოლდენ სტეიტის“ ყოფილი კალათბურთელი ომრი კასპი გამოდგა.

დატოვე კომენტარი