იერუსალიმის „ჰაპოელმა“ კონტრაქტი გააფორმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილ ვარსკვლავთან ამარე სტაუდმაიერთან, – იტყობინება კლუბის ოფიციალური გვერდი.
„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ექვსგზის მონაწილე ისრაელის კლუბის ღირსებას 2016-17 წლების სეზონში იცავდა. ის „ჰაპოელის“ ერთ-ერთი აქციონერიცაა. 2016-17 წლების სეზონის შემდეგ, სტაუდმაიერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, რის შემდეგაც, NBA-ში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
საბოლოოდ, სტაუდმაიერმა ვერ იპოვნა სამუშაო ასოციაციაში და „ჰაპოელში“ დაბრუნება გადაწყვიტა.