სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესის ეკუთვნის, კრიშტიანო რონალდო სამეულში არ არის

10:39, 23.07.2020

რამდენიმე დღის წინ ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ გამოავლენს 2020 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელს.

პოპულარული პორტალის WhoScored-ის სტატისტიკური მონაცემებით, „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მოთამაშეთა საბოლოო განლაგება შეადგინეს. პირველ ადგილზე აღმოჩნდა „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი, რომელსაც საშუალოდ ერთ მატჩში აქვს შეფასება – 8.68. შემდეგ მოდიან „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი (8.30) და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი კილიან მბაპე (8.00).

ამ საინტერესო რეიტინგის ტოპ-ათეულს ასეთი სახე აქვს:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 8.68

2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 8.30

3. კილიან მბაპე (პსჟ) – 8.00

4. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 7.87

5. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 7.76

6. დმიტრი პაიე (მარსელი) – 7.73

7. ანხელ დი მარია (პსჟ) – 7.72

8. იოსიპ ილიჩიჩი (ატალანტა) – 7.62

9. ალფონსო დევისი (ბაიერნი) – 7.61

10. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – 7.57

მსგავსი