სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტისა და პალესტინელთა ლიდერის შეხვედრა გაიმართა
სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტისა და პალესტინელთა ლიდერის შეხვედრა გაიმართა

რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება შეუძლებელი იქნება, ვიდრე ისრაელის პოლიტიკა პალესტინელთა მიმართ გაგრძელდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პალესტინელთა ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ერდოღანმა და აბასმა რეგიონული პროცესები და ორმხრივი კავშირების განსამტკიცებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

ერდოღანსა და აბასს შორის პირისპირ შეხვედრა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც მხარეებმა უკვე გაფართოებულ ფორმატში ისაუბრეს.

დატოვე კომენტარი