სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში, დაკარგული ჟურნალისტის გამო, თურქეთი ჩხრეკას ჩაატარებს
სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში, დაკარგული ჟურნალისტის გამო, თურქეთი ჩხრეკას ჩაატარებს

საუდის არაბეთმა თურქეთის ხელისუფლებას სტამბოლის საკონსულოში ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების ნება დართო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს.

ოფიციალურმა ანკარამ დიპლომატიური მისიის შემოწმების უფლება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ორ ოქტომბერს ცნობილი არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.

საქმე პირად კონტროლზე პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აიყვანა. თურქეთის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ Washington Post-ის ჟურნალისტი შესაძლოა, საკონსულოში მოკლეს, თუმცა, ოფიციალური ერ-რიადი ირწმუნება, რომ ჯამალ ხაშოგიმ საკონსულოს შენობა დატოვა.