სტამბოლში, სახლის ნანგრევებში სავარაუდოდ ოთხი ადამიანია მოყოლილი
სტამბოლში, სახლის ნანგრევებში სავარაუდოდ ოთხი ადამიანია მოყოლილი

სტამბოლში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნანგრევებში სავარაუდოდ ოთხი ადამიანია მოყოლილი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები.

დაზუსტებული მონაცემებით, შენობა რვასართულიანი იყო. ინციდენტი სტამბოლის აზიურ ნაწილში, ქართალის რაიონში მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების თქმით, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება არ მომხდარა.

როგორც გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, სტამბოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სამი სართული არალეგალურად იყო აშენებული.